მუსლიმი სასულიერო პირების მიმართვა პრემიერ მინისტრს
Mьəllif: admin1
Tarix: 17-04-2020, 17:08
მუსლიმი სასულიერო პირების მიმართვა პრემიერ მინისტრს
საქართველოს მთავრობას და
და მის მეთაურს საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ გიორგი გახარიას
ქვემო ქართლის მუსლიმი სასულიერო პირების

ღია წერილი
ბისმილაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ

ჩვენ, სასულიერო ლიდერები - სრულყოფილი, მარადიული და ჭეშმარიტის შექმნილნი, სამყაროს აღქმის სურვილიდან გამომდინარე, აბსოლუტური მსოფლმხედველობის, სხვასიტყვებით, სრულყოფილების მაგალითი მორწმუნენი ყოველთვის ჩვენი ხელისუფლების, სახელმწიფოს, ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მეთაურობით,სხვა კონფესიებთან ერთად ვიდექით.ჩვენ უზრუნველვყავით,რომ ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული მოქალაქეების მშვიდობიანად და რელიგიური შემწყნარებლობით ცხოვრება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მართალია, რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადება ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, მაგრან ამავდროულად, აღნიშნულმა რეგიონის მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. მოგეხსენებათ, რომ მარნეულისა და ბოლნისის რეგიონები სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მხრივ პირველია. რა თქმა უნდა, საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით ორივე მუნიციპალიტეტში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სირთულეებია ქვეყნისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე, წარმოებულის ბაზარზე მიწოდებასა და რეალიზაციაზე. აღნიშნული მიზეზით სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ არის ბაზარზე. ადგილობრივ მოსახლეობას უჭირს ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ყოველივე აღნიშნულმა ხელი შეუშალა ადამიანების სამსახურში გასვლას, რაც თავისთავად აისახება ფასების ზრდაზე. იმდენად, რამდენადაც მოსახლოებას ვერ გააქვს პროდუქტი გასაყიდად ბაზარზე, აღნიშნულით სარგებლობს ზოგიერთი კომპანია და დაბალ ფასად ყიდულობს მოსავალს. ეს კი ქმნის დისკომფორტს.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს დიდი ოდენობის ჯარიმები. ისედაც განსაცდელსა და გასაჭირში მყოფ მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს გაუფრთხილებელი ჯარიმები.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზა იქნება, თუ მოსახლეობას მიეცემა საშუალება თავისი მოსავლის რეალიზაციამოახდინოს და სამსახურს დაუბრუნდეს.

იმედს ვიტოვებთ, რომ დაგვეხმარებით აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით. ყურად იღებთ ჩვენს თხოვნას და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

ღმერთმა რაც შეიძლება მალე მოაშოროს ეს უბედურება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანას. ამინ!

პატივისცემით,
ქვემო ქართლის რეგიონის მუსლიმი სასულიერო პირები


Oxşar xəbərlər
«    Aprel 2024    »
BeÇaÇCaCŞB
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930