მუსლიმური ორგანიზაცია აჰლი-ბეითის (ა) მილოცვა პატრიარქს
აჰლი-ბეითის (ა) კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 84 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი. უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ვუსურვებთ დღეგრძელ ცხოვრებას და თავის ღვთიურ საქმეებში წარმატებებს. ერებსა და რელიგიებს შორის ერთიანობაში ასევე ნამდვილი ტოლერანტობაში მისი განსაკუტრებული წვლილისათვის მადლობას ვუხდით!!! პატივისცემით აჰლი-ბეითის (ა) კულტურული და საგანმანათლებლო მუსლიმური ორგანიზაცია. Ahlibeyt.ge Oxşar xəbərlər
|